11:23 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 18:14:46, 858 ნახვა

ეკონომიკა
სტამბულში საქართველო-თურქეთის ინვესტიციების წახალისების საკითხები განიხილეს

ქართულ-თურქული ორმხრივი ინვესტიციების შემდგომი წახალისების საკითხი განიხილა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფისთან არსებული სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბულში, ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. 
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე და სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე. 
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე  ინვესტიციების შემდგომი წახალისების მიმართულებით. ითქვა, რომ მნიშვნელოვანია როგორც თურქული ბიზნესისა და ინვესტიციების დაცვა და წახალისება საქართველოში, ისევე ქართულისა - თურქეთში. 
საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი 24-25 თებერვალს თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა თურქეთის სამთავრობო და ბიზნეს წრეების ხელმძღვანელ პირებთან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics