|
2016-02-26 17:59:27, 757 ნახვა
ეკონომიკა
აჭარის ტურისტული პოტენციალი პოლონელების ყურადღების ცენტრშია
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს პირველად რეგიონის ტურისტული პოტენციალი ვროცლავის მერვე ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. აჭარის სტენდზე ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარა-ბათუმის ტურისტული პოტენციალის ამსახველ სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გასცნობოდნენ და დეპარტამენტის წარმომადგენლისგან მიეღოთ ინფორმაცია რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების, პროდუქტებისა და მარშრუტების შესახებ. ვროსლავის გამოფენა მონაწილეთა და ვიზიტორთა ხალმრავლობით გამოირჩევა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს აჭარის რეკლამირებას პოლონურ ტურისტულ ბაზარზე. აღსაღნიშნავია, რომ ქალაქი ვროცლავი წელს ევროპის კულტურის ცენტრადაა დასახელებული და მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული გამოფენა ქვემო სილეზიის მარშალ ცეზარ ფშიბილსკთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ გახსნა. გამოფენის პარალელურად საგამოფენო სივრცეში დაგეგმილია აჭარის დღეების გამართვა, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლი „ხორუმი“ და ანსამბლი „ბათუმი“მიიღებს. გარდა ამისა, ვროცლავში იმართება ეკონომიკური ფორუმი „ვროცლავი-ბათუმი 2016“, რომელშიც აჭარის მთავრობის დელეგაცია რეგიონის ეკონომიკურ-ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციას გააკეთებს. დელეგაციაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამია ბერძენიშვილიც იმყოფება. ვროცლავის ტურისტულ გამოფენაზე დეპარტამენტი რეგიონს 2 დღის განმავლობაში წარადგენს. წლის ბოლომდე კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პოლონეთის კიდევ ორ - კატოვიცესა და ვარშავას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში გეგმავს მონაწილეობის მიღებას.
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)