|
2024-11-01 11:35:00, 360 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
გარემოზე ზრუნვის მიზნით, "თიბისიმ", ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თემატიკაზე მათგან მრავალფუნქციური ჩანთები შექმნა. ქუჩაში განთავსებული სარეკლამო ბანერები ქუჩის ესთეტიკის და ვიბრაციის ნაწილია, ამიტომ გრაფიტ არტისტმა მიშიკო სულაკაურმა a.k.a. LAMB თითოეული ჩანთა ინდივიდუალურად მოხატა, რამაც ჩანთებს უნიკალური დიზაინი, მრავალფეროვანი, სასიამოვნოდ ქაოტური გამოძახილი და სტრიტარტის ხასიათი შესძინა. "თიბისი" საქართველოში პირველი კომპანია, რომელმაც, პარტნიორებთან ერთად, ჩამოხსნილი ქუჩის სარეკლამო ბანერები ახალ, ფუნქციურ ნივთებად გარდაქმნა. რამდენიმე თვის წინ, პირველი ასეთი პროექტი "თიბისიმ" რაგბის კამპანიას - „ერთად გავიმარჯვებთ“-ს მიუძღვნა, ახლა კი „თიბისი - შენი ერთგულის“ ფარგლებში ჩამოხსნილი ბანერები გადამუშავდა. პროექტის პარტნიორია კომპანია „ალმა“. „სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე - ეს ის პროექტია, რომელიც "თიბისის" რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას აერთიანებს. "თიბისიში" ვნერგავთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის და მდგრადი განვითარების მაღალ სტანდარტებს. ასევე, ბევრი წელია ახალ თაობას, მათ შორის სთრით-არტისტების კომუნას სხვადასხვა ფორმით ვუჭერთ მხარს. ამ მიდგომებს არაერთი პროექტის განხორციელებით ვაძლიერებთ, სწორედ ასეთია ბანერების გადამუშავების ინიციატივა და მათგან ახალი, ფუნქციური ნივთების შექმნის კამპანიაც“, - აცხადებს მარიამ მიქელაშვილი, "თიბისის" ბრენდის მარკეტინგის ლიდერი. "თიბისი", როგორც ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუცია, აცნობიერებს პასუხისმგებლობას, თუ რამდენად პოზიტიური გავლენა შეიძლება იქონიოს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებაზე. "თიბისი" გეგმავს, რომ გამოყენებული სარეკლამო ბანერებით, ახალი პროდუქციის შექმნა ტრადიციად აქციოს და მათგან ფუნქციური ნივთები შექმნას.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)