|
2016-02-26 17:00:07, 467 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სოფრომაძე: პეტრიაშვილს თავის არეში რამდენიმე ჭრილობა და დაჟეჟილობა აღენიშნება, თუმცა თავის ტვინი დაზიანებული არ არის
შრომისა, ჯანმრელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილისთვის მიყენებული ჭრილობები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის. მისივე თქმით, ამ წუთებში მიმდინაროებს ოპერაცია, რომელიც დაახლოებით საათნახევარს გასტანს. "ბატონი ალექსის ამ წუთებში უტარდება ოპერაცია. სავარაუდოთ ერთი საათი, საათნახევარი გაგრძელდება. წინასწარი მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას თავის არეში რამდენიმე ჭრილობა და დაჟეჟილობა აღენიშნება, თუმცა თავის ტვინი დაზიანებული არ არის. გარდა ამისა, რამდენიმე ცეცხლსასროლი ჭრილობა ქვემო კიდურებში აღენიშნება. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ეს ჭრილობები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის. ამ წუთას ქირურგების მულტიპროფილური ჯგუფი მუშაობს. უახლოეს მომავალში ოპერაციის შედეგები გვეცოდინება", - განაცხადა სოფრომაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)