23:35 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-31 11:29:46, 395 ნახვა

პოლიტიკა
უნგრეთმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა მას შემდეგ, რაც კრისტერსონმა საქართველოს არჩევნებზე განცხადების გამო ორბანი გააკრიტიკა

უნგრეთში შვედეთის ელჩი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

სიიარტოს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებაზე, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის კრიტიკა გახდა. 

"ეს არის განცხადება, რომელიც მაქსიმალურად მკაცრად უნდა იქნას გასაჩივრებული და რაც შეიძლება მტკიცედ უნდა იქნას უარყოფილი. ჩვენ არ მოვითმენთ და არ მივიღებთ, ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს, წარმოვადგენთ თუ არა ჩვენს ინტერესებს, უნგრეთის ეროვნულ ინტერესს, ან უნგრეთის პოზიციას",- განაცხადა სიიარტომ.

შეგახსენებთ, 28-29 ოქტომბერს, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. ორბანის განცხადებებს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი გამოეხმაურა და თქვა, რომ უნგრეთის მთავრობის მეთაური ევროპის ქვეყნების სახელით არ ლაპარაკობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics