|
2024-10-30 21:09:13, 409 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - როდესაც გვესმის განცხადებები, რომელიც რეპუტაციულ ზიანს უქმნის ჩვენს ქვეყანას, მოველით, რომ ასეთი განცხადებები იქნება დაფუძნებული ფაქტებზე
ზოგადად, საერთაშორისო დასკვნებში ძალიან იშვიათად ვხვდებით ამ სიტყვებს და მანაც თქვა თავადაც, არც სხვაგვარად შეუფასებიათო. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გაკეთებულ შეფასებებს და აქაც, თუკი სადმე არის მითითება პრობლემებზე, მნიშვნელოვანია, რომ ამას ჰქონდეს დასაბუთება, იყოს კონკრეტული ფაქტები წარმოდგენილი,- ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ჯოზეფ ბორელის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ბორელმა აღნიშნა, რომ "დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ გამოუცხადებიათ, მაგრამ არც პირიქით". მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ხშირ შემთხვევაში, ანგარიშში საუბარია დაუსაბუთებელ მოვლენებზე, რომელიც შემდეგ სისტემურ პრობლემად არის წარმოჩენილი, ამიტომ, მსგავსი განცხადებები ფაქტებზე უნდა იყოს დაფუძნებული. "ძალიან ხშირ შემთხვევაში, საუბარი არის რაღაც მცდელობებზე ან აბსოლუტურად დაუსაბუთებელ მოვლენებზე, რომელიც შემდგომ ანგარიშში მოცემულია, თითქოსდა როგორც სისტემური მოვლენა, ეს გამოჩნდა კიდეც თავად პრესკონფერენციის ფარგლებში, რომელიც გამართეს დამკვირვებლებმა არჩევნების მეორე დღეს, როდესაც მაგალითად, საუბარი იყო თითქოსდა ხმის მიცემის მცდელობაზე რამდენიმეჯერ ერთი და იგივე ადამიანის მიერ და როდესაც მოხდა ჩაკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ ეს სისტემური კი არა, ერთი მცდელობა ყოფილა, რომელიც სავარაუდოდ, იქვე იქნა აღკვეთილი. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ გვესმის ისეთი განცხადებები, რომელიც ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას და ზოგადად, შემდგომ ეს ყველაფერი უკვე უქმნის რეპუტაციულ ზიანს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ჩვენ მოველით, რომ ასეთი განცხადებები იქნება დაფუძნებული ფაქტებზე და შესაბამის უწყებებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ კონკრეტული ფაქტების საფუძველზე იმსჯელონ და გააკეთონ შემდგომი რეაგირება",- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)