|
2024-10-30 19:56:33, 383 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - პროკურატურას ვურჩევდი, რომ სჯობს შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას
„ადგილი ჰქონდა მრავალფეროვან მასშტაბურ გაყალბებას, რომელმაც მოიცვა პრაქტიკულად ყველა ცნობილი, თუ უცნობი, ყველა შესაძლო გაყალბების ფორმა - - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. «ხალხისგან და ორგანიზაციებისგან შეგროვილი მასალას, რომელსაც როგორ ჩანს არც ეცნობა პროკურატურა, ამტკიცებს, რომ არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა მრავალფეროვან მასშტაბურ გაყალბებას, რომელმაც მოიცვა პრაქტიკულად ყველა ცნობილი, თუ უცნობი, ყველა შესაძლო გაყალბების ფორმა და ეს ჩამოთვალა სწორედ ბორელმა - ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, პირადობის ჩამორთმევა, კარუსელის დატრიალება და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლახან საიამ გამოაჩინა, არის ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევა ელექტრონული სისტემის მეშვეობით და იმ ფარატინა ფურცლების გამო, რაზეც საიას ჰქონდა წინასწარ შეტანილი შენიშვნა და ცესკოს უნდა შეეცვალა ეს ფურცლები, რაც არ გააკეთა და ალბათ, ამისთვის ცესკოც უნდა ყოფილიყო დაბარებული, არ ვიცი მე, ჩემი საქმე ნაკლებად არის. ასევე, არის უსერიოზულესი დარღვევები, დიასპორას პირდაპირ შეუზღუდეს არჩევნებში საკუთარი საკონსტიტუციო უფლების გამოყენება, როდესაც 1 მილიონზე მეტი გვყავს ემიგრანტი, როცა ძალიან დიდი მოთხოვნა იყო უბნებზე და ეს ყველაფერი თავდება იმით, რომ მხოლოდ 34 000 ადამიანს მიეცა უფლება არჩევანის დაფიქსირების, არის პირდაპირ შეზღუდვა უფლებების და დისკრიმინაცია. ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებულნი, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს და არავინ ელოდება პროკურატურისგან დღეს ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარად პოლიტიკური პროცესები, რომელიც, სხვათა შორის, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი ვინ ასრულებს და ვინ არა. ცესკოში ამ მომენტში, შეტანილია 1 100 ზე მეტი საჩივარი, მოთხოვნა შედეგების გაბათილების უშუალოდ 246 უბანს ემთხვევა, რაც ამ ეტაპზე 400 000 ამომრჩეველს ეხება, ესე იგი ჩანს, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან სერიოზული შედეგი არჩევნების შედეგებზე. და ყველაზე მთავარი, ხმის ფარულობის სისტემური დარღვევის საკითხი არის დასმული, რის შედეგადაც 2 243 უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნა არის და შეიძლება დადგეს ეს საკითხი. პროკურატურას ვურჩევდი, რომ სჯობს შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას.“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 29 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროკურატურას წინადადებით მიმართა, რომ დაწყებულიყო გამოძიება იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა "დაინტერესებული პირების" მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)