|
2024-10-30 10:22:10, 393 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთმა მერვე მისიის ეკიპაჟი ორბიტალურ სადგურზე გაუშვა
კოსმოსური ხომალდი Shenzhou-19 სამკაციანი ეკიპაჟით გაეშვა დილო-დასავლეთ ჩინეთში მდებარე Jiuquan Cosmodrome კოსმოდრომიდან. რამდენიმე საათში ისინი უნდა მივიდნენ Tiangong-ის ორბიტალურ სადგურზე, სადაც ჩაანაცვლებენ ორბიტაზე მომუშავე ეკიპაჟს. ამის შესახებ Reuters იუწყება. Shenzhou-19 მისია იქნება ეკიპაჟის მერვე ექსპედიცია Tiangong-ის სადგურზე. პირველი მუშაობდა 2021 წელს ივნისიდან სექტემბრამდე. ჩინეთის სადგური დედამიწის გარშემო ორბიტაზე 400 კილომეტრის სიმაღლეზე მოძრაობს. სადგური შექმნილია სამი ტაიკონავტის მუშაობისთვის. ეკიპაჟის ცვლილების დროს სადგურზე ექვსი ადამიანია განთავსებული. წინა, მეშვიდე ექსპედიციის მონაწილეები დედამიწაზე დაბრუნებას 3 ნოემბერს გეგმავენ. ახალი ექსპედიციის პროგრამაში ერთ-ერთი ექსპერიმენტი გულისხმობს მთვარის ნიადაგის მსგავსი მასალისგან დამზადებულ გარე კოსმოსურ სამშენებლო „აგურების“ ტესტირებას. თუ ექსპერიმენტი წარმატებული იქნება, გაჩნდება მთვარეზე მომავალი მთვარის სადგურის შენობების აშენების პერსპექტივა დედამიწიდან სამშენებლო მასალის მიწოდების გარეშე. მთვარეზე ჩინური სადგურის შექმნის დაგეგმილი თარიღი 2035 წლის დასასრულია, იუწყება Reuters.
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)