01:00 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-29 17:51:31, 398 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ყველაფერი საქართველოს ქუჩებში უნდა გადაწყდეს - რა დროს დამშვიდებაა, როცა ქვეყანა თავზე დაგვანგრიეს

უცხოეთის რეაქციის იმედზე ყოფნა არ არის საკმარისი იმიტომ, რომ უცხოეთიც უყურებს ჩვენს მტკიცებულებებს, მაგრამ პირველ რიგში, ქუჩაში აქტიურობას და საბოლოო ჯამში, ყველაფერი უნდა გადაწყდეს საქართველოს ქუჩებში,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. 

სააკაშვილის განცხადებით, "არჩევნების არაღიარების ყველაზე ეფექტური გზა მტკიცებულებების ფონზე მუდმივი ფართო საპროტესტო აქციებია".

"ახლა დროის გაწელვა ივანიშვილს აწყობს მხოლოდ! უცხოეთის რეაქციის იმედზე ყოფნა არ არის საკმარისი იმიტომ, რომ უცხოეთიც უყურებს ჩვენს მტკიცებულებებს, მაგრამ პირველ რიგში, ქუჩაში აქტიურობას და საბოლოო ჯამში, ყველაფერი უნდა გადაწყდეს საქართველოს ქუჩებში.

ყველანაირი სხვა მოწოდებები სიტუაციის დამშვიდებისკენ, პირდაპირ რუსულ საქმეს აკეთებს. რა დროს დამშვიდებაა, როცა ქვეყანა თავზე დაგვანგრიეს და ვინმეს ჰგონია, რომ თუ ახლა დაამშვიდებს, შემდეგ ივანიშვილი რომ მოძლიერდება, ყველას სათითაოდ არ მიადგება?

არჩევნების არაღიარების ყველაზე ეფექტური გზა მტკიცებულებების ფონზე მუდმივი ფართო საპროტესტო აქციებია.

ახლა ყოველი საათი ძვირფასია! ყოველგვარი დროის დაკარგვა სიკვდილის ტოლფასია!

დიდი მადლობა თიკა ბოკუჩავას გუშინდელ აქციაზე ჩემი ხსენებისთვის და განსაკუთრებული მადლობა იქ შეკრებილ ხალხს მხარდაჭერისთვის",- წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics