|
2024-10-28 16:11:24, 388 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე დიღმის მასივში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის პროექტს გაეცნო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს. მშენებლობა დიღმის მასივში, საფეხბურთო სკოლა "ავაზას" ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გაეცნო. თბილისის მერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული ტერიტორია დედაქალაქის მერიამ ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა და შემდეგ ფეხბურთის ფედერაციას გადასცა. "დიღმის მასივში მდებარე "ავაზას" ყოფილ საფეხბურთო სტადიონს საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია. ის წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა. იყო კონკრეტული ვალდებულება, რომ 10 წლის განმავლობაში სტატუსი შეენარჩუნებინათ და შემდეგ აღნიშნულ კომპანიას შეეძლო ეს სივრცე სხვადასხვა მიზნისთვის გამოეყენებინა. მათი სურვილი იყო კორპუსები აეშენებინათ, ჩვენთვის კი კატეგორიულად მიუღებელი იყო ეს დამოკიდებულება, რადგან განსაკუთრებული მიდგომა გვაქვს რეკრეაციულ სივრცეებთან, სპორტულ არეალებთან. შესაბამისად, აღნიშნული სივრცის ადგილმონაცვლეობა მოვახდინეთ. ეს ტერიტორია ფეხბურთის ფედერაციას გადავეცით. აქ იქნება ბავშვთა საფეხბურთო სკოლა. დღეს უკვე ორი საფეხბურთო მოედანი კეთდება, აქედან ერთი სტანდარტული, სრულფასოვანი იქნება. გარდა ამისა, ეწყობა ღამის განათება, ტრიბუნები მაყურებლისთვის, გასახდელები, საშხაპეები. საბოლოოდ, ტერიტორია ყველანირად მოწესრიგდება. ამინდი თუ მოგვცემს შესაძლებლობას, პროექტი დეკემბრის ბოლოს დასრულდება. თუ ამინდი ხელს არ შეგვიწყობს, გაზაფხულზე იქნება დასრულებული. პროექტის დასრულების შემდეგ, ეს ტერიტორია თავის ძველ ისტორიას დაიბრუნებს და უამრავ ახალგაზრდას მოემსახურება",- განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მერმა აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადაუხადა. პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა სტანდარტული ზომისა და 9/9-ზე მოედნები, რომლებიც ტრიბუნებითა და განათებით აღიჭურვება. ტერიტორიაზე განთავსდება ადმინისტრაციული შენობა, გასახდელებით, საშხაპეებით, მსაჯთა და ექიმის ოთახებით. აღნიშნული ტერიტორია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 2022 წლის სექტემბერში გადაეცა. პროექტი ფიფას პროგრამა FORWARD-ის, უეფას პროგრამა Hat Trick-ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება. ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)