02:17 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-28 16:03:59, 464 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია - თუ ხელისუფლებას სურს დაამტკიცოს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩაატარა, გახსნას ყველა უბნის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები

თუ ხელისუფლებას სურს დაამტკიცოს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩაატარა, გახსნას ყველა უბნის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები და სიები და დაიწყოს მათი ერთმანეთთან შედარება,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცახადა.

კორძაიას თქმით, “პრობლემა ბიულეტენებში კი არა, ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებსა და სიებშია“.

“დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია ლოტოტრონის მეშვეობით შეარჩევს იმ უბნებს, რომლებსაც გახსნიან და გადათვლიან ხელახლა. დღევანდელი ჩვენი ბრიფინგიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ არა მხოლოდ ლოტოტრონით შერჩეულ უბნებზე, არამედ გაცილებით მეტზე და სასურველია, ყველაზე გაიხსნას არა მარტო ბიულეტენები, არამედ ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები. ე.წ. ჩეკები, სადაც ამომრჩეველმა მოაწერა ხელი ბიულეტენის გაცემაზე.

ეს ქვითრები უნდა იყოს დალუქული და შედარდეს ვერიფიკაციის აპარატში არსებულ სიებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოტოტრონით შერჩეული უბნების გახსნა და გადათვლა არავითარ შედეგს არ აჩვენებს და ხელისუფლება კიდევ ერთხელ იტყვის, რომ არავითარი პრობლემა არ ყოფილა.

პრობლემა არ არის ბიულეტენებში, პრობლემა არის სხვაგან: ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებსა და სიებში. ამიტომ, თუ ხელისუფლებას სურს დაამტკიცოს, რომ არჩევნები ჩაატარა კანონიერად და არავითარ გაყალბებას, ტექნოლოგიებით მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია, გახსნას ყველა უბანზე ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები და სიები და დაიწყოს ამ ყველაფრის ერთმანეთთან შედარება“,- განაცხადა კორძაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics