02:18 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-28 16:02:18, 333 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ISFED-ზე - დამალულები რომ არიან და არ ჩანან, გამოვიდნენ და კეთილი ინებონ, დადონ შედეგები

ნინო დოლიძე გამოვიდა და თქვა, რომ ერთი ერთში ემთხვევა მათ მიერ ჩატარებული დათვლები მიღებულ შედეგებს,- ასე ეხმაურება არჩევნების შედეგებისადმი სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) მოუწოდებს, დადოს პარალელური დათვლის შედეგები.  

"მინდა მოვუწოდო ISFED-ს, დამალულები რომ არიან და არ ჩანან, გამოვიდნენ და კეთილი ინებონ, დადონ შედეგები. სხვათა შორის, ნინო დოლიძე გამოვიდა და თქვა, რომ ერთი ერთში ემთხვევა მათ მიერ ჩატარებული დათვლები მიღებულ შედეგებს. ამ ორგანიზაციას USAID, რომელიც იცით, რომ არის ამერიკის მთავრობის ორგანიზაცია. კეთილი ინებონ და გამოვიდნენ. ჩვენ გვახსოვს, 2020 წელს რა იკადრეს და რომ გააქარწყლონ ის დამოკიდებულება, რაც ქართულ საზოგადოებაში და ქართველ ხალხში არის ამ ორგანიზაციის მიმართ, კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ და დადონ კონკრეტული შედეგები, აჩვენონ საზოგადოებას ეს ყველაფერი. თუკი ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, გაერთიანდნენ, მობრძანდნენ და რამდენი უბანიც უნდათ, დაითვალონ. გამოსაძიებელი არაფერია. ყველაფერი ხელისგულზეა და ჩანს ნათლად. 2020 წელს ხომ გახსოვთ, გაყვიროდა ყველა, რომ გაყალბებულია. რეალურად რა აღმოჩნდა, ვიყავით მართლები? - იგივეა ახლაც, ჩვენ არ გვჭირდება გაყალბება. ეს ადამიანები მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, ცრუ კვლევებით აჯერებდნენ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდნენ. ამაზე მათ, პირველ რიგში, მათმა ამომრჩეველმა უნდა მოსთხოვოს პასუხი",- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics