|
2024-10-28 15:30:44, 305 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - როდესაც გარედან იმართები, ხარ მოღალატე, აგენტი, ქართველი კაცი ხმას არავითარ შემთხვევაში არ მოგცემს
კალაძე ოპოზიციაზე - როდესაც გარედან იმართები, ხარ მოღალატე, აგენტი, ქართველი კაცი ხმას არავითარ შემთხვევაში არ მოგცემს თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნებში პოზიტიურად არის შეფასებული. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში მშვიდი ვითარება არსებობდა და ყველა პარტიას ჰქონდა კამპანიის წარმართვის შესაძლებლობა. "ეუთო/ოდირი ის ორგანიზაციებია, რომლებიც აფასებენ და ასე ვთქვათ, ბოლო ბეჭედს არტყამენ არჩევნებთან დაკავშირებით. ცოტა უკან დავბრუნდეთ და გავიხსენოთ შუალედური დასკვნა როგორი პოზიტიური და კარგი იყო. რეალურად, 2012 წლიდან მოყოლებული ვარ საარჩევნო პროცესებში ჩართული და ასეთი მშვიდი არჩევნები, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეწარმოებინა თავისი საარჩევნო კამპანია, არ მახსოვს. იყო მშვიდი გარემო, ყველას ჰქონდა თანაბარი პირობები და დასკვნაც იყო შესაბამისი. ასევე, ბოლო დასკვნაში, რომელიც მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, პირდაპირ ითქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, მრავალპარტიული, საზოგადოებას კი ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა",- განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ისინი მარცხს ყველას და ყველაფერს აბრალებენ, საკუთარი თავის გარდა. "ხომ გესმით, დამარცხებული, წყალწაღებული ოპოზიცია ყველას და ყველაფერს აბრალებს. აბრალებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს; ხალხს, თავიანთ ამომრჩეველს აბრალებენ, რაც პირდაპირ უპატივცემულობაა. იმის უნარიც არ გააჩნიათ, რომ მსგავსი სისულელეები არ ილაპარაკონ; ყველას და ყველაფერს აბრალებენ, საკუთარი თავის გარდა. ეს ადამიანები ვერ აანალიზებენ თუ რატომ არ აქვთ მხარდაჭერა. ვინ არიან ესენი? - თავიანთი წარსულით ყველაზე ბოროტი, ყველაფრის მკადრებლები არიან და, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ასეთ ადამიანებს მხარს არასდროს დაუჭერს. როდესაც გარედან იმართები, ხარ მოღალატე, ხარ აგენტი, ქართველი კაცი ხმას არავითარ შემთხვევაში არ მოგცემს. ეს მოხდა ახლაც",- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)