|
2024-10-28 10:04:29, 2940 ნახვა
სპეციალური ანონსი
დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება
დღეს, 28 ოქტომბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 27 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მეხუთე პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, საზოგადოებას 19:00 საათზე დედაქალაქის მთავარ გამზირზე მისვლისკენ მოუწოდა. „მინდა, ყველას გითხრათ და მოგიწვიოთ 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთსაც გამოვუცხადოთ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები. ამ უფლებას არავის არ დავუთმობთ, ეს არის ჩვენი, ეს არის თქვენი და ჩვენ ამას ხვალ ერთად ვიტყვით“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)