03:54 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-27 21:52:18, 478 ნახვა

პოლიტიკა
მიშელი - ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და საქართველოსთან ურთიერთობებში შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოს საკითხის შეტანა ბუდაპეშტში დაგეგმილი ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც მიშელი აცხადებს, ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და საქართველოსთან ურთიერთობებში შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს.

"საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოს საკითხის შეტანა ბუდაპეშტში დაგეგმილი ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში. ჩვენ ვითვალისწინებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სხვა შესაბამის უწყებებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა - სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და მათთან დაკავშირებული ბრალდებები.

ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული და ის უნდა გამოსწორდეს. ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობისადმი, გამოავლინოს მტკიცე ერთგულება ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ, ასევე ევროპული საბჭოს ივნისისა და ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად. ამჟამად უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში. ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობებში",- წერს შარლ მიშელი.

შეგახსენებთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ხმების დათვლის პროცესი დაასრულა.

ცესკომ 3 110 უბნის მონაცემები გადათვალა და შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 53.92% აქვს (1 118 836 ხმა); "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა" - 11.03% (229 006 ხმა); "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" - 10.16% (210 895 ხმა); "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" - 8.81% (182 891 ხმა); "გახარია საქართველოსთვის" - 7.77% (161 250 ხმა).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics