|
2024-10-27 17:21:58, 284 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - მინდა, საქართველოს მნიშვნელოვანი შედეგი კიდევ ერთხელ მივულოცო
„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა. „ექსპრესნიუსი“ პაპუაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მინდა, გამოვეხმაურო ეუთო/ოდირის მისიის პირველად შედეგებს და ანგარიშთან დაკავშირებით მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ჩვენ ვიხილეთ მანამდე შუალედური ანგარიში, რომელიც ვნახეთ, რომ ასახავდა წინა საარჩევნო პერიოდს და ვნახეთ, რომ აღწერილი იყო წინა საარჩევნო პერიოდი, როგორც მშვიდი პერიოდი, როდესაც ყველას ჰქონდა შესაძლებლობა თანაბარ გარემოში ეწარმოებინა კამპანია. დღეს უკვე საუბარი იყო ბოლო ორი კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით საარჩევნო დღესთან დაკავშირებით და ვნახეთ ეუთო/ოდირის მხრიდან შეფასების მთავარი დასკვნა, რომელიც შეეხება თავად არჩევნებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები აღარ არის, ის რასაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ არჩევნების ლეგიტიმაცია. დღეს ასევე დასრულდა, თითქმის ბოლომდე არის გასული შედეგების დათვლა. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს ეს მნიშვნელოვანი შედეგი. ყველა, ვინც ჩართული იყო ამ არჩევნებში, ვგულისხმობ საარჩევნო სუბიექტებს, მეტ-ნაკლებად საუბრობდა რეფერენდუმზე და ეს რეფერენდუმი შედგა და ქართველმა ხალხმა თავისი ვერდიქტი გამოიტანა ამ რეფერენდუმზე, იმით, რომ მხარი დაუჭირა საქართველოს მშვიდ განვითარებას, საქართველოს განვითარებას ისე, რომ მისი კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი, საქართველოს განვითარებას ევროპის მიმართულებით, ისე, რომ ევროკავშირში შევიდეთ მშვიდობით, შევიდეთ ღირსებით და შევიდეთ კეთილდღეობით. ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ არჩევნებში. „ქართულმა ოცნებამ" ფაქტობრივად გაიმეორა 2012 წლის შედეგები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს იყო პრინციპული არჩევნები ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება ამ არჩევნებზე. რაც შეეხება უკვე თავად პარლამენტს, როგორც იცით, ახლა მიდის პროცედურები თავად საარჩევნო კომისიაში. დასრულდება დათვლა, ასევე სხვა პროცესები საჩივრებთან დაკავშირებით. დამოკიდებულია იმაზე თუ საჩივრების განხილვის ვადები როგორ იქნება და ა.შ. პროცესები, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე იქნება შემაჯამებელი ოქმი ცენტრალური საარჩევნო კომისიის და შემდგომ ამისი იცით, რომ კონსტიტუციით დადგენილი არის 10-დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პარლამენტი შეიკრიბება თავის პირველ სხდომაზე",- ამბობს პაპუაშვილი.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)