|
2024-10-24 14:16:03, 518 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - სავალუტო ფონდი ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენც ვსაუბრობთ, რომ საქართველო იქნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მთელს რეგიონში ევროპისა და შუა აზიის ჩათვლით
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზი შეაფასა, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშის თანახმად საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასება გაზარდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი ავტორიტეტული და უპირობოდ წამყვანი ორგანიზაციაა, რომლის ანალიტიკა და შეფასებები მნიშვნელოვანი საფუძველია ინვესტორებისთვის გადაწყვეტილებების მისაღებად. "ამ შემთხვევაში, სავალუტო ფონდი ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველო იქნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მთელს რეგიონში ევროპისა და შუა აზიის ჩათვლით. საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა 2029 წლამდე. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024-2029 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.6 პროცენტით გაიზარდება," - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)