|
2024-10-24 10:09:16, 398 ნახვა
პოლიტიკა
ჰელსინკის კომისია - უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, დაიცვან საკუთარი დემოკრატია
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არჩეული გზა,- ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჰელსინკის კომისიის წევრების მიერ წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი „მეგობარი აქტი“ საბოლოო კენჭისყრას ელოდება. „Friend ქართულად მეგობარს ნიშნავს. მაისში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღიარებით ჰელსინკის კომისიის წევრებმა წარადგინეს „მეგობარი აქტი“ - ორპარტიული კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. კანონპროექტი პალატის საბოლოო კენჭისყრას ვიდრე ელოდება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არჩეული გზა“,- აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)