|
2024-10-23 14:51:50, 410 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს თბილისში ძალით ჩამოიყვანენ
მე თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს ძალით ჩამოიყვანენ თბილისში,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში დღეს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა. გახარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე საჯარო მოხელეებს მოუწოდა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე არჩევანი მმართველი პარტიის სასარგებლოდ არ გააკეთონ. „ივანიშვილი დღეს ათობით ათას საჯარო მოხელეს ჩამოიყვანს სხვადასხვა რეგიონებიდან თბილისში, პარტიული აქციის ჩასატარებლად, ზუსტად ისე, როგორც იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და პერსონალურად სააკაშვილი, რომელიც საჯარო მოხელეებს დაატარებდა ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში და იყენებდა პარტიული ინტერესებისთვის... მე თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს ძალით ჩამოიყვანენ თბილისში და მინდა, ვუთხრა მათ - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, სად მოუწევთ დღეს მათ დგომა, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ არჩევანს გააკეთებენ ისინი 26 ოქტომბერს. მინდა, მივმართო საჯარო მოხელეებს - მე ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენ ნაწყენებიც ხართ და გაბრაზებულებიც ხართ იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლებამ თქვენ გამოგიყენათ არა სახელმწიფოს, არამედ პარტიული ინტერესებისთვის. მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ არ გვჭირდება ახსნა, როგორი მნიშვნელობა აქვს საჯარო მოხელეს სახელმწიფოსთვის... მე მინდა, გთხოვოთ - აუცილებლად უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე და არ უნდა მისცეთ ხმა „ოცნებას“, რომელიც დღეს თქვენ გიყენებთ“,- განაცხადა გახარიამ. შეგახსენებთ, დღეს, 23 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას მართავს.
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)