|
2024-10-23 11:08:41, 370 ნახვა
პოლიტიკა
ბოტკოველი - გვაქვს სია, როგორ არიან გადანაწილებული ძალოვნები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე მათი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით
გვაქვს სია, როგორ არიან გადანაწილებული ძალოვნები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე მათი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. ბოტკოველის თქმით, პოლიციელებს ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან “ტანდემში მუშაობას აიძულებენ". “ჩვენ გვაქვს მატერიალურად მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ არიან განაწილებული თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში ჯარისკაცები, პოლიციელები, საპატრულო პოლიციისა და სხვა დეპარტამენტების თანამშრომლები, თუ როგორ არიან ისინი გადანაწილებული სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, საცხოვრებელი მისამართის მიხედვით და როგორ აიძულებენ მათ ტანდემში იმუშაონ სხვადასხვა სახის ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რათა მოხდეს ადამიანების დაშინება, პირადობის მოწმობების ამოღება და იძულება იმისთვის, რომ გააფერადონ 41 ნომერი. მინდა მივმართო ყველა პოლიციელს, ყველა იმ ძვირფას ადამიანს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ქვეყანას: პოლიციელს უნდა ესმოდეს, რომ ეს არის მისი მუნდირის შეურაცხყოფა. მე, როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, არ გავავრცელებ მათ სიებს, რომელიც მაქვს, სხვათა შორის, შიდა წყაროებიდან მოწოდებული, სადაც ჩანს, როგორ არიან ისინი გადანაწილებული სხვადასხვა მისამართზე და როგორ აიძულებს მათ ხელმძღვანელობა, ჩაიდინონ დანაშაული. ძვირფასო პოლიციელებო, ჯარისკაცებო, საპატრულო, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებო, სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლებო! მათ შორის, ჩემო მეგობრებო, მაგალითად, თელავსა და კახეთის სხვა რეგიონში, რომლებსაც გაიძულეს, რომ ჩამოსულიყავით, კარდაკარ გევლოთ და გეიძულებინათ მოქალაქეები, რომ მათ მხარი არ დაეჭირათ ოპოზიციისთვის, ეს არის დანაშაული და მინდა მოგიწოდოთ, არ ჩაებათ ამ დანაშაულში, რადგან მისი ჩადენა შეურაცხყოფს, პირველ რიგში, თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს და ემუქრება მათ ევროპულ მომავალს, რომლისთვისაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ“,- განაცხადა ბოტკოველმა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)