|
2024-10-22 17:51:50, 452 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 35 მილიარდამდე ევროს ოდენობით სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 35 მილიარდამდე ევროს ოდენობით სესხის გამოყოფას, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით უნდა დაიფაროს. ამის შესახებ ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, გადაწყვეტილებას მხარი 518-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 56 წინააღმდეგი წავიდა, 61-მა კი თავი შეიკავა. "პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ მაკროფინანსურ დახმარებას რუსეთის სასტიკი, აგრესიული ომის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის მიზნით. ეს სესხი არის ევროკავშირის წილი "დიდი შვიდეულის" პაკეტში, რომელზედაც შეთანხმება ივნისში მოხდა და რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდამდე აშშ დოლარით ფინანსური დახმარების გაწევას ითვალისწინებს",- აღნიშნულია პრესრელიზში. ევროპარლამენტი განმარტავს, რომ საბოლოო თანხის რაოდენობა, რომელსაც ევროკავშირი გამოყოფს, შეიძლება იყოს უფრო ნაკლები და ეს დამოკიდებულია "დიდი შვიდეულიდან" სხვა პარტნიორების მიერ გაცემული სესხების მოცულობაზე. სესხით გათვალისწინებული თანხები 2025 წლის ბოლომდე უნდა გაიცეს. ევროკავშირის მთავრობებმა აღნიშნულ შეთავაზებას მხარი უკვე დაუჭირეს და ევროპული საბჭო წერილობითი პროცედურით რეგულაციის მიღებას ევროპარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ გეგმავს. რეგულაცია ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მისი გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა.
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)