16:46 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-21 15:20:32, 421 ნახვა

პოლიტიკა
ცისკარიშვილი - ყველამ ერთად დავინახეთ, რომ „ოცნებას“ ვადა გაუვიდა

ყველამ ერთად დავინახეთ, რომ “ოცნებას“ ვადა გაუვიდა,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა თბილისში გამართულ მარშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება“, როგორც მმართველი ძალა, დასრულებულია.

“ქართულმა საზოგადოებამ ისევე, როგორც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ყველამ ერთად დავინახეთ, რომ "ოცნებას“ ვადა გაუვიდა. "ქართული ოცნება“ დასრულებულია, როგორც მმართველი ძალა, უბრალოდ 26 ოქტომბერს ჩვენ ეს საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, გამარჯვება გავაფორმოთ, დავიცვათ ხმები, მანიპულაციების და გაყალბების საშუალება ივანიშვილის რეჟიმს არ უნდა მივცეთ და როგორც გუშინდელი მარშის დროს მთელი საქართველოს საზოგადოება ერთსულოვანი იყო ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასე საქმით, შრომით, ეკონომიკის განვითარებით, საგარეო ვექტორის ცვლილებით დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე“,- განაცხადა ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისში მარში, სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გუშინ, 20 ოქტომბერს გაიმართა. მარში 5 ლოკაციიდან - გმირთა მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, რესპუბლიკის მოედანიდან, 300 არაგველის ობელისკიდან და ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიიდან 17:00 საათზე დაიწყო და თავისუფლების მოედანზე გაგრძელდა. მარშს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics