|
2024-10-21 12:08:34, 350 ნახვა
საზოგადოება
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკული ფილმის გადაღებები მიმდინარეობს
საქართველოში ამერიკული, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ამერიკელი, გერმანელი და ბრიტანელი კინოპროფესიონალები ფილმის ეპიზოდებს სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე იღებენ, სადაც სამხედრო თემატიკის სცენებისთვის სამხედრო ტექნიკა იქნება გამოყენებული. “პროექტი სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება - ფილმის საქართველოში დასახარჯი ბიუჯეტი, ჯამში, 13 მლნ ლარს შეადგენს. ამ ეტაპისთვის, პროექტში საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქეა დასაქმებული. სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით დღემდე 48 პროექტი განხორციელდა, რომელთა ჯამური ინვესტიცია 200 მილიონ ლარს აღემატება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)