|
2024-10-19 22:36:27, 428 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ქარტიაზე ხელმომწერი ოთხი პარტიისთვის მიცემული ხმების ჯამი მიგვიყვანს ევროპაში
ვარ ძალიან კმაყოფილი, ბედნიერი და იმედიანი. ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება, ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის, ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის, არსებობს ამ ქვეყანაში და არსებობს იმით, რომ ის ოთხი მთავარი პარტია რჩება ქარტიის სრულიად ერთგული, იმ სამოქმედო გეგმის ერთგული, რომელმაც უნდა დაგვაბრუნოს ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ ოთხი პარტიისთვის, საქართველოს მიიყვანს ევროპაში. „ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველოს ერთადერთი გზა და ერთადერთი ალტერნატივა არის ევროპა, ეძლევა საშუალება, თვითონ აირჩიოს, თავისი გემოვნებით, რომელი პარტია უფრო ახლოს არის მის სურვილებთან, მის გემოვნებასთან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ ოთხი პარტიიდან რომელიმესთვის, მიგვიყვანს ევროპაში. ჯამი ამ ხმების მიგვიყვანს ევროპაში. ეს იქნება ის უმრავლესობა, რომელიც დაამტკიცებს ყველა იმ პუნქტს, რაც წერია ქარტიაში. ეს გვაჩვენებს ძალიან სწორ გზას, მიხვეულ-მოხვეულების გამონაკლისით, არ იქნება მიხვეულ-მოხვეულები. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტნიორები დგანან ჩვენ გვერდით. ამისი დამადასტურებელი არის ის ბოლო განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელიდან, ევროპული კავშირის საბჭოდან და ასევე, დღეს მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა არამხოლოდ მხარდაჭერა ამ გზის, ამ ქარტიის, ამ სამოქმედო გეგმის, არამედ ის, რომ როგორც კი დაინახავენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება, დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭირო არის, რომ ძალიან სწრაფად დაგვაბრუნონ იმ გზაზე. ძალიან სწრაფად აღადგინონ თუნდაც ის დახმარებები, რაც დღეს გაყინულია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)