13:15 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-18 15:29:11, 377 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადა 20 წლისაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე მიულოცეს.

"მათ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. 

სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა მე-4 ქვეითი ბრიგადის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება. მან სამხედროებს ბრიგადის შესაძლებლობების გაძლიერებისა და სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესების კუთხით მხარდაჭერა აღუთქვა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, უწყება თავდაცვის ძალების მზადყოფნის, თანამედროვე შესაძლებლობებით უზრუნველყოფის, სამხედროების დაფასებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით არაერთი ინიციატივის განხორციელებას გეგმავს. 

საზეიმო ღონისძიებაზე მე-4 ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს და ქართულ ჯარს შეუერთდნენ. 
ღონისძიების ფარგლებში, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით - "სამშობლოსათვის თავდადებული", "გენერალი კვინიტაძე", "გიორგი ანწუხელიძე" და "უმწიკვლო სამსახურისთვის" დააჯილდოვეს. 

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები დაესწრნენ წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კურთხევას და მათ, სამხედროებთან ერთად, ტაძრის ეზოში ზეთისხილის ხეები დარგეს.

საიუბილეო ღონისძიებაზე მე-4 ქვეით ბრიგადაში სამხედროების ოჯახის წევრებსა და ვაზიანის საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც უმასპინძლეს. მოწვეულმა სტუმრებმა სამხედრო ნაწილის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ბრიგადის ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics