|
2024-10-18 12:59:38, 341 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - როგორი მომავალი სურს საკუთარი ქვეყნისთვის, თითოეული ქართველის გადასაწყვეტია
არჩევნები არის დემოკრატიის დღესასწაული, როგორი მომავალი სურთ საკუთარი ქვეყნისთვის, თითოეული ქართველის გადასაწყვეტია,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი მზად არის, საქართველო გახდეს ევროპული გაერთიანების წევრი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს წესებისა და პრინციპების საფუძველზე. "10 დღეზე ნაკლებ დროში გაიმართება არჩევნები, ფაქტობრივად, ერთ კვირაში. ასე რომ, თქვენზე, ქართველებზე იქნება დამოკიდებული თქვენი ქვეყნის მომავლის გადაწყვეტა. თქვენ გაქვთ ძალაუფლება, გადაწყვიტოთ, როგორი მომავალი გსურთ საკუთარი თავისთვის და თქვენი შვილებისთვის. არავინ სხვა არ უნდა წყვეტდეს, მხოლოდ თქვენ. ეს არჩევნები ფარულია. თითოეულ თქვენგანს ექნება შანსი, გადაწყვიტოს, გსურთ თუ არა, საქართველო წინ წავიდეს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ლიდერები იყვნენ მკაფიო. ჩვენ მზად ვართ, მიგიღოთ; მზად ვართ, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ წესებისა და პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ვრცელდება ყველა ჩვენგანზე - ევროკავშირის ამჟამინდელ 27 წევრ სახელმწიფოზე და ყველა ქვეყანაზე, რომელსაც სურს, შეუერთდეს კავშირს. ეს წესები ძალიან ნათელია: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები",- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)