|
2024-10-17 14:52:30, 448 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა გასტრონომიული ტურიზმის ხელშემწყობი ახალი პროექტის „მზისკარი“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
პირველი ვიცე - პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარი" პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ როგორც ტურისტული სექტორის, აგრეთვე იმ საოჯახო რესტორნების წარმომადგენლები, რომლებიც სამომავლოდ „მზისკარის" ერთიან ქსელში გაერთიანდებიან. მისასალმებელ სიტყვაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეკონომიკის ზრდაში აღნიშნული სექტორის წილი განსაკუთრებულია. „ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ტურიზმი ინკლუზიური დარგია. ამ სექტორში ქვეყნის რეგიონებში ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქეა ჩართული. ველოდებით, რომ 2024 წლისთვის ტურიზმიდან ეკონომიკა 4 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავალს მიიღებს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, მსოფლიოში უფრო და უფრო აქტუალური ხდება გასტროტურიზმი, აგროტურიზმი, ღვინის ტურიზმი, სათავგადასავლო ეკოტურიზმი და სხვა - ყველა ამ მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებზე. „ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოს რეგიონებში სტუმარმასპინძლობის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. ვფიქრობ, „მზისკარი" ძალიან კარგი ინიციატივაა. ჩვენს ქვეყანას ისტორიულად გააჩნია ტრადიციები გასტროკულტურის, სუფრის, მასპინძლობის, რაც მნიშვნელოვანი ელემენტებია იმისთვის, რომ ეს იქცეს ტურისტულ პროდუქტად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. ასევე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ე.წ სოფლის განვითარებისთვის, რეგიონალური განვითარებისთვის, ინკლუზიურობისთვის, საოჯახო მეურნეობის ხელშესაწყობად. ასე რომ, ამ პროექტს აქვს ძალიან ბევრი დატვირთვა, მათ შორის, სოციალური, კულტურული, რეგიონული და ა.შ.", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პროექტი ითვალისწინებს მასში მონაწილეთა ფინანსურ მხარდაჭერასაც, რისთვისაც სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" სპეციალური შეთავაზება მოამზადა. „ვფიქრობ, რომ ეს პროექტი მართლაც ბევრ ძალიან მნიშვნელოვან წამოწყებას ხელს შეუწყობს, ბევრ ნიჭიერ ადამიანს მისცემს საშუალებას, რომ წარმატებული იყოს და თავიანთი საქმიანობები მომავალში უფრო წარმატებულ კომერციულ პროექტებად აქციოს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილემ ირაკლი გაბრიაძემ პროექტის „მზისკარის" შესახებ პრეზენტაციები გამართეს. პროექტის მიზანიაб ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტრო ტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომელიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ გარემოში ადგილობრივი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას, კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობას და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას. „მზისკარის" ქსელში გაერთიანებულ მასპინძელ ოჯახებს, ტურიზმის ადმინისტრაცია მთელ რიგ ხელშემწყობ აქტივობებს სთავაზობს: მომსახურების ხარისხის გაუმჯოებესების მიზნით ინდივიდუალური ტრენინგები და კონსულტაციები; სურსათის უვნებლობა; ინტერიერისა და ესტერიერის დიზაინი; კერძების შექმნა/გამრავალფეროვნება, მენიუს შემუშავება და კონკურენტუნარიანი შეთავაზების ფორმირება. რაც შეეხება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტს, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" სპეციალურად „მზისკარის" წევრებისთვის მოამზადა შეთავაზება, რომლის თანახმადაც, სესხის დარიცხული საპროცენტო განაკვეთი სრულად სუბსიდირდება, ხოლო სრულად ათვისებული სესხის შემთხვევაში ქეშბექი 25% - ს შეადგენს. ამ ეტაპისთვის, პროექტ „მზისკარის" ქსელში 8 ობიექტი ერთიანდება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)