|
2016-02-25 18:30:24, 1545 ნახვა
კომენტარი
ზაქარეიშვილი: მსოფლიოდან არასაკამრისმა რეაქციებმა და წინა ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ, ოკუპაციის კონტექსტი უფრო გაამძაფრა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარფეიშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღის ტრაგიკულ თარიღს გამოეხმაურა. ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპაცია, რომელიც 1921 წლის 25 თებერვალს დაიწყო, კვლავ გრძელდება. სახელმწიფო მინისტრმა დაღუპული ქართველი გმირებიც გაიხსენა. „დღეს არის ოკუპაციის დღე. ეს არის აქტუალური საქართველოსთვის. ოკუპაცია-ეს არ არის მხოლოდ ისტორიული თემა, ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება, 25 თებერვალს დაიწყო და მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დღეებში საზოგადოებას და მსოფლიო თანამეგობრობას შევახსენოთ, რომ ის პრობლემები, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს, საქართველოთი დაიწყო 2008 წელს. სწორედ იმ რეაქციებმა, რაც არ იყო საკმარისი მაშინ მსოფლიოდან და იმდოინდელი ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ, სამწუხაროდ დღეს კიდევ უფრო გაამძაფრა ოკუპაციის კონტექსტი და ყველას პირველ რიგში კი მსოფლიო თანამეგობრობას მინდა შევახსენო, რომ ნამდვილად ოკუპაციის თემა ეს არის 21-ე საუკუნის გამოწვევა, არ დარჩენილა მე-20 საუკუნეში. 1921 წლის 25 თებერვალს ჩვენი ქართველი ბიჭები შეეწირნენ( წინასწარ იყო ცნობილი, როგორ დასრულდება ის ყველაფერი) საქმეს, რომელიც აუცილებლად წარმატებით უნდა დასრულდეს“,-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)