05:58 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-15 15:26:38, 336 ნახვა

საზოგადოება
როგორ მოვიპოვოთ „საქართველოს ბანკის“ სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაზე - ამ თემაზე პროგრამის სტიპენდიატები ონლაინ შეხვედრას გამართავენ

დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, "საქართველოს ბანკი" ონლაინ შეხვედრას მართავს.

დისკუსიის ფარგლებში, "საქართველოს ბანკის" სტიპენდიატები CHEVENING-ის პროგრამაში "საქართველოს ბანკის" 100%-იანი სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობებზე ისაუბრებენ, ამასთან, მონაწილეებს საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ რჩევებს გაუზიარებენ.

შეხვედრა 16 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ზუმის ფორმატში გაიმართება.

დასასწრებად უნდა  გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

შეხვედრის პანელისტები იქნებიან "საქართველოს ბანკის" სტიპენდიატები:

  • ნანა გელაშვილი, University Of Leeds
  • ლევან თევდორაძე, King's College London
  • მარიამ მაჭარაშვილი, University Of Exeter

ინფორმაციისთვის, CHEVENING-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც 1983 წლიდან დღემდე 118 ქვეყნის სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს. "საქართველოს ბანკის" სტიპენდიატებს სასურველ უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გარდა, მგზავრობის, ცხოვრებისა და ვიზის ხარჯებიც უფინანსდებათ.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ პროექტს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.

"საქართველოს ბანკის" მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ უფრო მეტი  ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics