|
2016-02-25 18:26:23, 530 ნახვა
საზოგადოება
ადამიანებს, რომლებმაც სახელწმიფო საწარმოებში მუშაობისას ჯანმრთელობის დაზიანება დამსაქმებლის მიზეზით მიიღეს, სახელმწიფო კომპენსაციას გადაუხდის
„ადამიანებს, რომლებმაც სახელწმიფო საწარმოებში მუშაობისას ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება დადასტურებულად დამსაქმებლის მიზეზით და არასათანადო სამუშაო პირობების გამო მიიღეს, სახელმწიფო კომპენსაციას გადაუხდის. ცვლილება „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მაერტის #45 დადგენილებაში შედის. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, აღნიშნული დადგენილება შინაარსობრივად აღადგენს იმ დადგენილებას, რომელიც 2007 წლამდე მოქმედებდა: „ეს დადგენილება 2013 წლის მარტშია მიღებული და შინაარსობრივად, ის აღადგენს იმ დადგენილებას, რომელიც მოქმედებდა 2007 წლამდე და 2007 წელს გაუქმდა. ამ დადგენილების შინაარსია, რომ ის ადამიანები, ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც მუშაობნდნენ სხვადასდხვა საწარმოში, რომლებსაც მართავდა სახელწმიფო და დადასტურებულად მათ მიიღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება დამსაქმებლის მიზეზით და არასათანადო სამუშაო პირობებით, მათ სახელმწიფო უხდით კომპენსაციას, პენსიის ნაირსახეობას, რომელსაც ჰქვია კომპემნსაცია. ასეთი არის რამოდენიმე საწარმოს მიმართ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს იყო ჟინვალის საწარმოსთან მიმართებაში, როდესაც რამოდენიმე ადამიანს უკვე დაენიშნა კომპენსაცია, 10-მა ადამიანმა ვერ მაოსწრო ამ პროცედურების გავლა და ახლა გაიარეს და დადგენილი წესით აღუდგათ და იყო კიდევ 85 ადამიანი, რომლებსაც დოკუმენტაცია სრულ წესრიგში არ ჰქონდათ; მეტნაკლებად მოვუყვანეთ წესრიგში და დადგენილი კანონით მათზეც გავრცელდება კომპენსაცია“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
ტრამპმა გადაწყვიტა, შეამციროს ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ნატოს ქვეყნების დასახმარებლად
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა
26 მაისს მერია რამდენიმე ქუჩას კეტავს
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)