|
2024-10-14 23:47:18, 2208 ნახვა
სპორტი
სანიოლი - არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით, შანსებიც ვერ გამოვიყენეთ
არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით, შანსებიც ვერ გამოვიყენეთ, - ასე შეაფასა ერთა ლიგაზე ალბანეთთან წაგებული მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა. როგორც სანიოლმა აღნიშნა, ალბანეთთან მარცხი გულდასაწყვეტი იყო, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ეს მარცხი ნაკრებს ბევრს ასწავლის. "ზოგჯერ მარცხის შემდეგ ყველაფრის უარყოფითად დანახვა გვსურს. თუმცა ჩვენ ბურთსაც ვაკონტროლებდით და მეტი საგოლე შესაძლებლობა გვქონდა. მიზეზი ალბათ ისაა, რომ საჯარიმოში არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით. დღეს ძალიან შემტევი შემადგენლობა დავაყენეთ იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდით, ალბანეთი დაცვიდან ითამაშებდა. ფეხბურთელებს ახალი ტაქტიკას ცუდად არ მიუღიათ, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ, ამის გარეშე კი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. იმედია, აქედან ბევრს ვისწავლით, თუმცა ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო. წინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლია, ჩვენ კი ვითარებიდან და მეტოქიდან გამომდინარე სხვა ტაქტიკური ვარიანტი ყოველთვის უნდა გვქონდეს. შესაძლოა, ეს ან სხვა ტაქტიკა მომავალშიც გამოვცადოთ. ვფიქრობ, მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. ქოჩორაშვილის პოზიციაზე ჩვენ სხვა მსგავსი სტილის ფეხბურთელი არ გვყავს და ამას უნდა შევეგუოთ, ამის გამო განსხვავებულ ტაქტიკასა და ფეხბურთელებს გამოვიყენებთ. რაც შეეხება მიქაუტაძეს, მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მხარი უნდა დავუჭიროთ, მაგრამ ემჩნეოდა, რომ უთამაშებელია. იმედია, ვითარება შეიცვლება",- განაცხადა სანიოლმა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)