|
2024-10-10 12:20:46, 353 ნახვა
საზოგადოება
კონკურსის „საქართველოს საუკეთესო სომელიე“ გამარჯვებული საბა ქიტიაშვილი გახდა
კონკურსი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კონკურსში 10 სომელიე მონაწილეობდა, რომელთაგან სამი ფინალურ ეტაპზე გადავიდა. საკონკურსო დავალებების შედეგების შეჯამების შედეგად, ჟიურის გადაწყვეტილებით, 2024 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე საბა ქიტიაშვილი გახდა. კონკურსის ჟიურის წევრმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ სომელიეს პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში ის ერთ-ერთ განსაკუთრებულ როლს თამაშობს. "კონკურსი უკვე მეოთხედ გაიმართა, რაც ნიშნავს, რომ ის უკვე წარმატებით დამკვიდრდა საქართველოს ღვინის ინდუსტრიაში. სომელიეს პროფესია აქტიურად ვითარდება, რადგან სწორედ სომელიე წარუდგენს მომხმარებელს ღვინოს და გადასცემს ინფორმაციას ღვინის ხარისხზე, მის კულტურასა და ისტორიაზე. ამ პროფესიის ადამიანია უშუალო შუამავალი ღვინის მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის და საქართველოში ღვინის სწორი მოხმარების კულტურის დასანერგად, რაშიც სომელიეებს დიდი როლი აკისრიათ“,- აღნიშნა ლევან მეხუზლამ. "ღონისძიება საქართველოში სომელიეთა საუკეთესო უნარებისა და პროფესიონალიზმის წარმოჩენას ემსახურება. ის მიზნად ისახავს არა მხოლოდ საუკეთესო სომელიეს გამოვლენას, არამედ სომელიეების პროფესიული ზრდისა და განვითარების მხარდაჭერას, რაც ქართული ღვინის კულტურის პოზიციების გაძლიერებას უწყობს ხელს მსოფლიო ღვინის სცენაზე. გამარჯვებული 2026 წელს ლისაბონში დაგეგმილ მსოფლიო სომელიეთა კონკურსზე წარადგენს საქართველოს“,- აღნიშნა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა. მან ხაზი გაუსვა მეღვინეობის დარგში იმ პროფესიული და საგანმანათლებლო პროგრამების აუცილებლობას, რომლებიც სწორედ საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ხორციელდება. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (GSA) 2003 წელს შეიქმნა; 2008 წლიდან არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) წევრი, რომელიც აერთიანებს 63 ქვეყანას. GSA საქართველოში ღვინის რამდენიმე საგანმანათლებლო სასწავლო კურსის ინიციატორია, მათ შორის, „ქართული ღვინო“, „International Sommelier“, „WSET“ და სხვა. სომელიეთა ასოციაცია, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, არაერთ პროექტს ახორციელებს.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)