|
2016-02-23 18:16:21, 626 ნახვა
საზოგადოება
24 თებერვალი „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა“
24 თებერვალს 18:30-ზე საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება პროექტის - „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ - დასკვნითი ღონისძიება, რომელზეც მოწვეული ავტორები: ეკატერინე ტოგონიძე, პაატა შამუგია და ტორესა მოსი, საჯაროდ წაიკითხავენ თავიანთ ნაწარმოებებს და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. თბილისში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით აღინიშნება. როგორც მერიაში აღნიშნავენ, წელს პირველად საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დაწესდება ტრადიციული პრემია და დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში პირველად გამოვლინდება „წლის წიგნის ქომაგი“. წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე ქვეყნის მასშტაბით ოთხ ქალაქში გაიმართება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. მთელი დღის მანძილზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით იგეგმება თანამედროვე ქართველი ავტორების სტუმრობა სკოლებსა და უნივერსტეტებში. დასკვნით ღონისძიებაზე კი რეგიონებში მივლინებული ავტორები სკაიპჩართვით მოკლე ანგარიშს წარადგენენ იქ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. ასევე ღონისძიებას დაესწრებიან პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები: ბიბლიოთეკები, წიგნის კლუბები, უნივერსტეტები და სხვა კერძო თუ საჯარო ორგანიზაციები, რომლებმაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერითა თუ საკუთრი ინიციატივით 24 თებერვალს მთელი თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გამართეს. ასოციაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიება იმართება საერთაშორისო ორგანიზაცია „Litworld“-თან (http://www.litworld.org/) კონსულტაციით, რომელიც ამ ივენთის ორგანიზატორია საერთაშორისო მასშტაბით. ასევე მათი რესურსების საშუალებით გავრცელდება ინფორმაცია ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ.
ტრამპმა გადაწყვიტა, შეამციროს ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ნატოს ქვეყნების დასახმარებლად
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა
26 მაისს მერია რამდენიმე ქუჩას კეტავს
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)