14:49 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 16:52:11, 429 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - არანაირ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა - ძალაუფლება ამ ქვეყანაში ქართველ ხალხს ეკუთვნის

“ძლიერი საქართველოს“ პოზიცია არის ძალიან კონკრეტული - ძალაუფლება ამ ქვეყანაში ქართველ ხალხს ეკუთვნის,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე "არანაირ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა".

“არ ვთვლით, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ არჩევნებამდე ამა თუ იმ თანამდებობის პირის დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი იმიტომ, რომ ძალაუფლება ამ ქვეყანაში ქართველ ხალხს ეკუთვნის! არანაირ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა. ახლა მთავარია, რომ ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, ფოკუსი მივმართოთ იმისკენ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ კურსზე. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები და მისი შედეგები ეკუთვნის ხალხს და ამ არჩევნების შედეგად უნდა მოხდეს ყველა დანარჩენი საკითხის განხილვა ქარტიის ფარგლებში.

ქართველი ხალხის არჩევანი არის უზენაესი! ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ 26 ოქტომბერს, გავიმარჯვოთ, გავაფორმოთ ეს გამარჯვება მშვიდობიანად და შესაბამისად, ქარტიის ფარგლებში პრეზიდენტი, როგორც გარანტორი ამ ძალაუფლების გადაცემის და ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების, იქნება მთავარი ფიგურა. ეს იქნება ოპოზიციური პარტიების და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილება, ის ითამაშებს მთავარ როლს, როგორც წერია ქარტიაში. ეს არის ჩვენი პოზიცია და რაც მას გავუზიარეთ და ამ პოზიციას არ შევცვლით“,- განაცხადა ხაზარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics