|
2024-10-08 00:03:13, 318 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 3 მილიონ 300 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა და ჯამური დაფინანსება 8,5 მილიარდი ლარია
ჯანდაცვა არის ერთ-ერთი მიმართულება, რითაც განსაკუთრებულად ვამაყობთ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რითაც შეიძლება თავი მოვიწონოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, პროგრამით ამ წლების განმავლობაში უკვე 3 მილიონ 300 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, 13 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა დაფინანსდა და ჯამური დაფინანსება, რაც ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო, 8,5 მილიარდი ლარია. "ასევე გვაქვს უამრავი ახალი მიზნობრივი პროგრამა ჯანდაცვაში, მთლიანობაში 100-მდე პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია მიზნობრივი ჯგუფებისთვის. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანაა. თბილისს სჭირდება ახალი, უმაღლესი სტანდარტების რესპუბლიკური საავადმყოფო და ის აუცილებლად აშენდება. უახლოეს მომავალში გვექნება ამ საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაცია. რაც შეეხება შედეგებს, რომელიც გვაქვს ჯანდაცვაში ჩადებული ინვესტიციებიდან, 2012 წლიდან დღემდე, ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 72-დან 75 წლამდე გაიზარდა, გაზრდილია სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ზუსტად 5-ჯერ შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ფინანსების არარსებობის გამო ვერ ახერხებენ, მიმართონ ჯანდაცვის დაწესებულებებს. რეალურად, ხუთჯერ არის გაზრდილი ფინანსური ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე. 2024 წელს უკვე თითქმის 8 მილიარდ ლარს შეადგენს დანახარჯები და ბიუჯეტის საერთო მოცულობასთან მიმართებით 27%-ს აღემატება სოციალური ბიუჯეტის მოცულობა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს უკვე იმას, რომ ზღვარზეა ჩვენი სოციალური დანახარჯები. ამის იქით სოციალური ხარჯების გაწევა ნიშნავს იმას, რომ უნდა დავაწვეთ ზედმეტად ეკონომიკას, ეკონომიკურ ზრდა უნდა შევაფერხოთ. ეს არის ოპტიმალური მაჩვენებელი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ზრდა ზოგადად გაგრძელდება ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. "რაც შეეხება უშუალოდ სოციალურ დახმარებას, 276 მილიონი იყო გამოყოფილი, აქ შეგახსენებთ, რომ არანაირი ობიექტური კრიტერიუმები არ არსებობდა სოციალური შემწეობის დახმარების გამოყოფისთვის. არსებითად საარჩევნო მიზნებზე იყო ხოლმე მორგებული შესაბამისი დახმარების განაწილება. ჩვენ, გარდა იმისა, რომ რამდენჯერმე გავზარდეთ შესაბამისი ბიუჯეტი, ამასთან ერთად შემოვიღეთ ობიექტური კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც ხდება სოციალური დახმარების განაწილება მოსახლეობაზე. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ზრდამ მოგვცა კონკრეტული დაფინანსების ზრდის საშუალება, მაგალითად შშმ პირთა სოციალური პაკეტი მნიშვნელოვნად/მკვეთრად გამოხატული შშმ პირების შემთხვევაში 2012 წელს იყო 70 და 100 ლარი შესაბამისად და ეს მაჩვენებელი გაიზარდა 195 და 390 ლარზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, 2012 წლამდე პრაქტიკულად ჩავარდნილი იყო დევნილების საცხოვრისით უზრუნველყოფის სფერო. "2012 წლამდე თითქმის არაფერი გაკეთებულა, თუ არ ჩავთვლით უშუალოდ 2008 წლის ომის შემდეგ გრანტით და სესხით აშენებულ საცხოვრებლებს, რომლებიც აშენდა ცხინვალიდან დევნილებისათვის. რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების პერიოდს, 35 000 ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრისით 2012-2024 წლის განმავლობაში. დევნილების საერთო რაოდენობა არის დაახლოებით 75 000 ოჯახი, შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. მხოლოდ მიმდინარე პროექტების ფარგლებში, 6 000 ოჯახი მიიღებს დამატებით ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)