|
2024-10-07 23:26:25, 269 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 2012 წლის შემდეგ 4-ჯერ გაიზარდა განათლების დაფინანსება - აშენდა 174 ახალი სკოლა, 1 000-ზე მეტი სკოლის და 836 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა
2012 წლის შემდეგ 4-ჯერ გაიზარდა განათლების დაფინანსება - აშენდა 174 ახალი სკოლა, 1000-ზე მეტი სკოლის და 836 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. კობახიძის თქმით, წელს, საშუალოდ 500 ლარით გაიზარდა მასწავლებლების ხელფასები საჯარო სკოლებში. "4-ჯერ გაიზარდა განათლების დაფინანსება 2012 წლის შემდეგ. უფასო საბავშვო ბაღები გახლდათ სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივა და დღემდე საბავშვო ბაღები ქვეყანაში არის უფასო. ასევე უფასო სახელმძღვანელოების პროგრამაც ჩვენი ხელისუფლების ინიციატივით ამოქმედდა. ჩვენი ხელისუფლების ინიციატივა იყო ასევე საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, 12 წლის განმავლობაში განხორციელდა 836 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. თვისებრივად არის გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა. უკვე დაწყებულია 885 ახალი ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა. უკვე მიმდინარეობს ამ პროგრამის ფარგლებში 250-მდე საბავშვო ბაღის სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია. სკოლებს რაც შეეხება 12 წლის განმავლობაში აშენდა 174 ახალი სკოლა. 1000-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა, 96 სკოლის მშენებლობა და 200-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 4 წლიანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მთლიანობაში 500-ზე მეტი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია. წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მასწავლებლების ხელფასები. წელს, საშუალოდ 500 ლარით გაიზარდა მასწავლებლების ხელფასები საჯარო სკოლებში და ზრდა მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, 200 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ამ სასწავლებლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის. მეცნიერების ბიუჯეტი ცალკე რომ გამოვყოთ, 2012 წელს მთლიანი დაფინანსება შეადგენდა 15,4 მილიონ ლარს, 2024 წელს 78 მილიონს აჭარბებს დაფინანსება და მთლიანობაში, ხუთმაგია ზრდა. ეს ტენდენცია შემდეგი წლების განმავლობაშიც გაგრძელდება“,- განაცხადა პრემიერმა.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)