|
2024-10-07 18:05:26, 295 ნახვა
პოლიტიკა
კაკაბაძე - ჰერჩინსკიმ თითქოს უარყო „ფორმულას“ მიერ გავრცელებული განცხადება, თუმცა, საქართველოს ხელისუფლების მიმართ იმდენი დატუქსვა და მუქარა დაურთო, რომ გასაგები გახადა მიზნის მისაღწევად დაგეგმილი მოქმედება
ტელეკომპანია „ფორმულამ“ ევროკავშირის ელჩმა ჰერჩინსკიმ სიტყვები გაავრცელა: „ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება“. როგორც ჩანს, „ფორმულამ“ ცოტა იჩქარა, და ამ სიჩქარით გასცა ის სავარაუდო მზაკვრობა, რომელსაც ზურგს უკან ჩვენი ქვეყნის მტრები გეგმავენ - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, ჰერჩინსკიმ თითქოს უარყო „ფორმულას“ მიერ გავრცელებული განცხადება, თუმცა, წინ საქართველოს ხელისუფლების მიმართ იმდენი მუქარა დაურთო, რომ ყველასათვის გასაგები გახადა მისი და ოპოზიციური მედიის ერთობლივი მიზნის მისაღწევად დაგეგმილი შეთანხმებული მოქმედება. „ტელეკომპანია „ფორმულამ“ ევროკავშირის ელჩმა ჰერჩინსკიმ სიტყვები გაავრცელა: „ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება“. როგორც ჩანს, „ფორმულამ“ ცოტა იჩქარა, და ამ სიჩქარით გასცა ის სავარაუდო მზაკვრობა, რომელსაც ზურგს უკან ჩვენი ქვეყნის მტრები გეგმავენ.ფორმულის განთქმას მალევე მოჰყვა ჰერჩინსკის შემდეგი განცხადება (თუ განმარტება): „ხვალ, 8 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე საპარლამენტო დებატები გაიმართება. სიტყვის წარმოსათქმელად მიწვეულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ვფიქრობ, მისი სახელით ერთ-ერთი ევროკომისარი გააკეთებს ამას. შემდეგ კვირას კი, 14 ოქტომბერს, გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც ასევე საქართველოს საკითხი ოფიციალურად არის დღის წესრიგში შეტანილი. 27 მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რომ განიხილოს საქართველოში არსებული სიტუაცია, შემდეგ, 17 და 18 ოქტომბერს, გვექნება ევროპული საბჭო და როგორც ვიცი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ასევე შესთავაზა ევროკავშირის 27 ლიდერს - პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს,რომ განიხილონ საქართველოს საკითხი და ასევე ჩვენ ველოდებით საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას ოქტომბრის მეორე ნახევარში, რაც, სავარაუდოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მოხდება“… „ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროპარლამენტში, საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის ლიდერები, არ არის კარგი ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ ლიდერები შეშფოთებულები არიან, ეს ნიშნავს, რომ ვღელავთ განვითარებული მოვლენების გამო. ნამდვილად გულსატკენი იყო, რომ ივნისში, ევროპულ საბჭოზე, ევროკავშირის 27-მა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა კოლექტიურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეჩერებინათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს საჭირო გახდა ძალიან შემაშფოთებელი საკანონმდებლო ინიციატივების გამო, საქართველოს ხელისუფლების ძალიან შემაშფოთებელი ინიციატივების გამო, ძალიან შემაშფოთებელი ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდის, ნარატივებისა და შეთქმულების თეორიების გამო, რომელიც არ შეწყვეტილა. ეს არის ძალიან დრამატული გადაწყვეტილება, მაგრამ საქართველო-ევროკავშირის დღევანდელი ურთიერთობის რეალობაა, რომელიც ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ შეიცვლება, ვინც არ უნდა იქნას არჩეული“. მოკლედ, ჰერჩინსკიმ ამ ბოლო სიტყვებით თითქოს უარყო „ფორმულას“ მიერ გავრცელებული განცხადება, თუმცა, წინ საქართველოს ხელისუფლების მიმართ იმდენი დატუქსვა და მუქარა დაურთო, რომ ყველასათვის გასაგები გახადა მისი და ოპოზიციური მედიის ერთობლივი მიზნის მისაღწევად დაგეგმილი შეთანხმებული მოქმედება“,- წერს ნანა კაკაბაძე.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)