16:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 16:17:23, 390 ნახვა

პოლიტიკა
დავით ქაცარავამ, კახა გოგიძემ და აკია ბარბაქაძემ პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ“ დატოვეს

დავით ქაცარავამ, აკია ბარბაქაძემ და კახა გოგიძემ პოლიტიკური გაერთიანება "ჩვენ" დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა "ფეისბუქზე" ავრცელებს.

როგორც ქაცარავა წერს, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მათი ხედვები ერთმანეთს ვერ დაემთხვა.

"მოგახსენებთ, 2 თვის წინ ოპოზიციურ პარტია "თავისუფალი არჩევანი-ახალი ალტერნატივას", ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას", საზოგადოებრივი მოძრაობა "რეგიონები საქართველისთვის" და საზოგადოებრივ მოძრაობა "რუსთაველის გზას" შორის შედგა გაერთიანება, რათა არსებული კოლაბორაციონისტული მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში შეგვეტანა ჩვენი წვლილი და საზოგადოების გადაუწყვეტელი ნაწილისთვის შეგვეთავაზებინა ალტერნატივა, რომელიც საერთო ბრძოლაში მოახერხებდა ახალი ამომრჩევლის მოყვანას არჩევნებზე. 

გავერთიანდით და საარჩევნო კამპანიაში წარვსდექით პოლიტიკური პარტიით - "ჩვენ", #23.

გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, წინასაარჩევნო მარათონის ფორმა და  მასში ჩვენი პატარა გაერთიანების ჩართულობაზე სტრატეგიული ხედვები და რაც მთავარია,  სასურველი მიზნისკენ სწრაფვის ფორმები ვერ და არ დაემთხვა ერთმანეთს, ჩვენ სამმა პერსონალურად  გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა პოლიტიკური გაერთიანება "ჩვენ“ და გაგვეგრძელებინა ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ პარტიის გარეთ.

ჩვენ ბევრნი ვართ, უმრავლესობა ვართ, ვინც ვებრძვით "ქოცურ" რეჟიმს! მოქალაქეები, ვისაც გვინდა  ქვეყნის სწორი განვითარება  და დემოკრატიის და დასავლური ღირებულებების გამარჯვება ამ ქვეყანაში - ყველას ვუსურვებ ამ არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ  ხელისუფლებას!" - წერს ქაცარავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics