|
2024-10-07 13:36:22, 412 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა
Global Finance-მა "საქართველოს ბანკი" ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესებისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა. საერთაშორისო გამოცემამ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოების 25-ე ყოველწლიურ ცერემონიას ლონდონში უმასპინძლა. “ფინანსური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, ციფრული ვალუტების განვითარება და კიბერუსაფრთხოების მზარდი მნიშვნელობა ციფრული საბანკო სერვისების სტანდარტებს მუდმივ რეჟიმში განსაზღვრავს. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდო იმ ფინანსური ინსტიტუტების წარმოჩენას ემსახურება, რომლებიც ინოვაციური ციფრული გადაწყვეტებით მოწინავე ადგილს იკავებენ და ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს აწესებენ",- განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ. აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკმა" ბიზნესებისთვის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო რეგიონში სხვადასხვა მიღწევის შედეგად მიიღო. მათ შორისაა ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების 30%-იანი ზრდა და ბიზნეს საბანკო ტრანზაქციების 99%-ის სრულად ციფრულად შესრულება; ავტომატიზებული, ციფრული შეთავაზებები ბიზნესისთვის, სატენდერო გარანტიების გაციფრულება, ბიზნეს ანგარიშის ციფრულად გახსნის სიმარტივე; ბიზნეს ინტერნეტ და ბიზნეს მობილბანკის, ასევე სხვა ციფრული პლატფორმების მომხმარებელთა შეფასებები და ა.შ. „ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი გუნდის მიერ გაწეულ შეუფასებელ ძალისხმევას, რათა დავნერგოთ რეგიონსა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული პროდუქტები და სერვისები. ჩვენი გუნდის 8000-ზე მეტი წევრი მიჰყვება წლების წინ შემუშავებულ სტრატეგიას, რომ ვიყოთ რელევანტური ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების ყოველდღიურ საქმიანობაში, Global Finance-ის ჯილდო კი ამის საუკეთესო აღიარებაა. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივ რეჟიმში ვიყენებთ ტექნოლოგიურ პროგრესს ბიზნესების გასაძლიერებლად და მათთვის საუკეთესო შესაძლებლობების გასაზიარებლად“, - განაცხადა ლევან გომშიაშვილმა, "საქართველოს ბანკის" მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა. ინფორმაციისთვის, "საქართველოს ბანკი" Global Finance-ის დაჯილდოებაზე ჯამში 9 კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა, მათ შორის მოიპოვა ყველაზე მნიშვნელოვანი - მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო.
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)