|
2024-10-05 15:57:42, 392 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია - კომუნიკაციების ეროვნული კომისია ნომერ პირველი ცენზორი და გამოხატვის თავისუფლების ჯალათი გახდა
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თამარ კორძაია „მთავარი არხის,“ „ტვ-პირველისა“ და „ფორმულას“ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ ქვეყანაში ნომერ პირველი ცენზორი და გამოხატვის თავისუფლების ჯალათი გახდა. კორძაიას თქმით, “კომუნიკაციების ეროვნული კომისია ნომერ პირველი ცენზორი ამ ქვეყანაში, იმიტომ გახდა, რომ პირველი გადაწყვეტილება, რის გამოც კომისიამ ეს ტელევიზიები დაასანქცირა, სიძულვილის შემცველი კლიპის ეთერში გაშვება იყო, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს თავს ესხმის. “ამ ეტაპზე უკვე ეს ბანერები უნდა განათავსონ სატელევიზიო რეკლამის სახით, რაზეც ტელევიზიებმა წინასწარ გაუგზავნეს კითხვა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ჩაესვათ თუ არა და კომისია ავალებს, რომ ჩასვან ეს რეკლამა. კომისია არის გამოხატვის თავისუფლების ჯალათი ამ ქვეყანაში და არა დამცველი“,- განაცხადა კორძაიამ. შეგახსენებთ, „მთავარმა არხმა“, „ტვ-პირველმა“ და „ფორმულამ“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი არ აპირებენ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას ხელი შეუწყონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)