|
2024-10-05 12:03:44, 442 ნახვა
მსოფლიო
მედია - ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა დაღუპულია, სულ მცირე, 70 ადამიანი
ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ხელისუფლების ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა მასობრივი სროლა ჰაიტის დედაქალაქ პორტო-პრენსთან ახლოს მდებარე ქალაქში დაიწყეს, დაწვეს მანქანები და სახლები. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა, თამინ ალ-ხიტანმა აღნიშნა, რომ დაღუპულებს შორის დაახლოებით 10 ქალი და 3 მცირეწლოვანი ბავშვია. ჰაიტის პრემიერ-მინისტრი გარი კონილი მომხდარს ემხაურება და ამბობს, რომ თავდასხმა გადაუდებელ, მკაცრ რეაგირებას მოითხოვს. კრიმინალური დაჯგუფების, “გრან გრიფის“ ლიდერმა, ლუკსონ ელანმა კი, განაცხადა, რომ ეს პასუხია მოქალაქეების დუმილზე მაშინ, როცა პოლიცია მათი დაჯგუფების წევრებს კლავს.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)