|
2024-10-04 10:15:31, 295 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ბიბლიოთეკა ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა
"საქართველოს ბანკის" რიგით 24-ე ბიბლიოთეკა ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა, რაც სკოლის 1700-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების სივრცეში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან. ქუთაისის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა აღჭურვილია 3000-მდე წიგნით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით. ასევე, ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტით, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ზოგადი განათლება და აღმოაჩინონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. "საქართველოს ბანკის" ბიბლიოთეკები მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს. "საქართველოს ბანკში" მიზნად დავისახეთ, ხარისხიანი განათლება მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. სწორედ ამიტომ, 2019 წლიდან, პარტნიორებთან ერთად, "საქართველოს ბანკის" ბიბლიოთეკების პროექტს ვახორციელებთ და ვქმნით მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეს 16 000-ზე მეტი მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის, რათა ხელი შევუწყოთ მათი მომავლის პროფესიებით დაინტერესებას, კითხვის პოპულარიზაციას და ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ბიბლიოთეკა კიდევ უფრო მეტი სკოლის მოსწავლისთვის გახდება შემეცნების და თავისუფალი დროის პროდუქტიულად გატარების სივრცე. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის ისტორია 1830 წლიდან იწყება. ის XIX და XX საუკუნეში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის ინტელექტუალურ და შემოქმედებით ცენტრს წარმოადგენდა. სწორედ ამ სკოლაში სწავლობდნენ გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის: აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, გიორგი წერეთელი... ასევე, ქართველი პოეტები: ტიციან ტაბიძე, კოლაუ ნადირაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, შალვა აფხაიძე და სხვა. ინფორმაციისთვის, ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში "საქართველოს ბანკის" ბიბლიოთეკა პარტნიორებთან - სულაკაურის გამომცემლობასთან, აკაკი სონგულიასთან, ალიანს ჯგუფის დამფუძნებელთან და ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესთან“ თანამშრომლობით გაიხსნა. ბიბლიოთეკების პროექტს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა. "საქართველოს ბანკის" მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)