|
2024-10-03 11:21:25, 318 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკი სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორია
ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი, სანდრო მრევლიშვილის თბილისის მუნიციპალური თეატრის გენერალური სპონსორი გახდა. ბაზისბანკსა და სანდრო მრევლიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, სანდრო მრევლიშვილის თეატრი 51-ე სეზონს ორი პრემიერით ხსნის. 4 ოქტომბერს, მიხეილ მრევლიშვილის რეჟისორობით, სპექტაკლის „დეპუტატი, დრამატურგი...“ პრემიერა გაიმართება. კომედია ორ მოქმედებად, რომელიც შექმნილია იტალიელი დრამატურგის, ალდო დი ბენედიტის „სიყვარულის სუბლიმაციის“ მიხედვით. სპექტაკლში მონაწილეობენ ბადრი ბეგალიშვილი, ნანკა გვარიშვილი და კახი ლიპარტელიანი. 19 ოქტომბერს კი ლაშა გოგნიაშვილის „მარლენი“ გაიმართება. სპექტაკლი მოგვითხრობს მარლენ დიტრიხის უკანასკნელი დღის შესახებ. „მოხარული ვარ, რომ ახალ სეზონს განსაკუთრებული სიახლით ვიწყებთ. ჩვენმა თეატრმა თანამშრომლობა დაიწყო ბაზისბანკთან, რომელიც თეატრის გენერალური სპონსორი გახდა და აღნიშნული პარტნიორობა ბევრი მიმართულებით დაგვეხმარება. თეატრს, რომელსაც დიდი ისტორია და გამოცდილება აქვს, ნამდვილად სჭირდება გვერდით დგომა. თბილისის მერიის მხარდაჭერით ბევრ სასიკეთო საქმეს ვაკეთებთ და ახლა ბაზისბანკის გუნდთან ერთად უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება ამისთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ მსგავსი ტიპის პარტნიორობა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქართული თეატრის განვითარებისთვის.“ - აცხადებს სანდრო მრევლიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მიხეილ მრევლიშვილი. „ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის აქტიური მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ფარგლებში, ახალი სეზონიდან თანამშრომლობას იწყებს სანდრო მრევლიშვილის თეატრთან. ვთვლით, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, რათა მეტად განვითარების შესაძლებლობა მივცეთ ქართულ კულტურას. აღნიშნული თანამშრომლობით ჩვენს წვლილს შევიტანთ საქმეში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, წარმატების მომტანი იქნება თეატრისთვის და ბევრ საინტერესო ერთობლივ პროექტს შევთავაზებთ მაყურებელს.“ - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური. ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორია, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის საერთაშორისო პროექტების წარმდგენია, თოჯინების თეატრების გაერთიანების და ახალი თეატრალური სივრცის - „თოჯინების სახლის“ გენერალური სპონსორია, მხარს უჭერს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ არაერთ კულტურულ ღონისძიებას. სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE და BILETEBI.GE-ზე, ასევე თეატრის სალაროებში, სპექტაკლის დღეს, 17.00 საათიდან.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)