|
2024-10-02 14:48:22, 342 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე როთზე - არ შეიძლება, უცხოელი საქართველოს საარჩევნო პროცესებში უხეში ფორმით ერეოდეს - ეს საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა
რაც უფრო მეტად იაქტიურებს მიხაილ როთი რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა “არ შეიძლება, უცხოელი პირდაპირი და უხეში ფორმით ერეოდეს საქართველოში საარჩევნო პროცესებში, ვინაიდან სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა“. “ეს არის ჩვენი კონსტიტუციური პრინციპების უპატივცემულობა, რადგან არ შეიძლება, უცხოელი პირდაპირი და უხეში ფორმით ერეოდეს საარჩევნო პროცესებში. პრაქტიკული თვალსაზრისით, ამას ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი. პირიქით - მიხაილ როთი მოგეხსენებათ, არის ძალიან დიდი საჩუქარი მმართველი გუნდისთვის მისი რეპუტაციიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტად იაქტიურებს მიხაილ როთი რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია",- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, 1-ელ ოქტომბერს, გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გამოთქვა მზაობა, არჩევნებში ქართველ ემიგრანტებს ხმის მიცემაში დაეხმაროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)