|
2024-10-02 14:33:41, 375 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - მე მაქვს მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი
მე მაქვს შემდეგი მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მთავრობას არჩევნები უკვე წაგებული აქვს და თუ ბევრი ხალხი მივა არჩევნებზე და დაიცავენ ხმას, გაყალბება ვერ მოხდება. "მე მაქვს შემდეგი მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი. მე მინდა, მოვუწოდო ამ შემთხვევაში "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას", ჩვენ ახლა გვჭირდება მოხალისეები, ძალიან ბევრი საარჩევნო მოხალისე, ხალხს სჭირდება დიდი ენერგია. მე მინდა, ადამიანებს ვთხოვოთ, რომ ხელფასის გარეშე გადადონ ეს ბოლო რამდენიმე კვირა, მოიარონ კარდაკარ თავიანთი მეზობლები, მოხდეს საარჩევნო ხმების მობილიზაცია და ასევე, ვიყოთ მზად არჩევნების ხმების დაცვისთვის. თუ ბევრი ხალხი მოვა, ამ არჩევნებს ვერავინ ვერ გააყალბებს, არჩევნები მთავრობას უკვე წაგებული აქვს", - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)