|
2024-10-02 11:33:17, 355 ნახვა
პოლიტიკა
ანტიკორუფციულმა ბიურომ TI-ის და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა
ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" გამოცხადების შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კუპრაშვილის თქმით, “არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები ეჭვქვეშ დააყენოს". “არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები, აღნიშნულიდან და ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევ გამოვიყენო დისკრეცია და გამჭვირვალობა-საქართველოს და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დაევალათ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და გაეცნოთ საზოგადოებისთვის“,- განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, 24 სექტემბერს, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) და "აირჩიე ევროპა" "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" ცნო და მათზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი უნდა გავრცელებულიყო. 30 სექტემბერს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" განაცხადეს, რომ არჩევნებს ვეღარ დააკვირდებოდნენ და "ხმების დაცვისთვის ინდივიდუალურ ბრძოლას გააგრძელებდნენ". გუშინ, 1-ელ ოქტომბერს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილი იყო, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის" სტატუსი მოეხსნას".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)