|
2024-10-01 13:35:45, 431 ნახვა
ეკონომიკა
ნინო ენუქიძე - პრივატიზაციის მესამე კვარტლის გეგმისა და ცხრა თვის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება სახელმწიფო ქონების სააგენტოსა და ბიზნესის აქტიური მუშაობის შედეგია
სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მესამე კვარტლის გეგმა 216%-ით შესრულდა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ენუქიძის ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, აქტიური პრივატიზაციის შედეგად, მესამე კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 38 მლნ ლარის ნაცვლად, 82 მილიონ ლარზე მეტი გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საანგარიშგებო პერიოდში გამოცხადდა 337 ელექტრონული აუქციონი, რომელთა უმეტესობა წარმატებით დასრულდა. "ასევე აღსანიშნია, რომ გადაჭარბებით შესრულდა სამივე კვარტლის საპრივატიზებო გეგმაც, შედეგად, 9 თვის გეგმით გათვალისწინებული 110 000 000 ლარის ნაცვლად, ცენტრალურ ბიუჯეტში 180 000 000 ლარზე მეტია მობილიზებული " - აღნიშნა ნინო ენუქიძემ. მისივე თქმით, ბიზნესი ძალიან აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში, შესაბამისად, ქონების სააგენტოსა და კერძო სექტორის აქტიური მუშაობის შედეგია ცხრა თვის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება. "ბიზნესთან მუშაობას გავაგრძელებთ ინტენსიურად და ვეცდებით, რომ წლის ბოლოსაც საუკეთესო შედეგები გვქონდეს" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
რამდენიმე კვირაში შსს-ში შეიქმნება სამმართველო მოქალაქეთა ტოტალური კონტროლისთვის
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
ლიეტუვაში დრონი ჩამოვარდა - წინასწარი დასკვნებით, ის უკრაინული იყო
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)