|
2024-10-01 13:25:23, 371 ნახვა
პოლიტიკა
ზატულინი - რუსეთი არ განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნებას და ჯარებს არ გაიყვანს
რუსეთი არ განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნების ვარიანტს,- ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა. ზატულინის თქმით, "მოსკოვი შეასრულებს უსაფრთხოების ყველა შეთანხმებას და რეგიონებიდან ჯარებს არ გაიყვანს". "იგულისხმება თუ არა დაახლოებაში რუსული ჯარების გაყვანა? ჩვენ გვაქვს შეთანხმებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ. არავინ განიხილავს ამ საკითხს, ლავროვმა თქვა, რაც თქვა, ჯარების გაყვანას არ გულისხმობდა. საქმე იმაშია, რომ აუცილებელია აფხაზეთში, ოსეთსა და საქართველოში არსებული რეალობის აღიარება, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში რამე სახის რეალური ურთიერთქმედების ფორმების ჩამოყალიბება. ლავროვის სიტყვები არ უნდა გავიგოთ, როგორც რუსეთის ინტერესი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოში დაბრუნებით. ეს კითხვა დიდი ხანია გაქრა“, - განაცხადა ზატულინმა. შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "მოსკოვი მზადაა, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს". აღნიშნულ განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება განცხადებას პოზიტიურად აფასებს და რომ "განცხადებებთან ერთად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო - მათ შორის, საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)