10:52 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 13:01:22, 809 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება

თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეზოში 1921 წლის 23 თებერვალს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

პარლამენტის სასახლის ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პარლამენტის წევრებთან ერთად იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ დაფას გვირგვინით შეამკობს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს.

ღონისძიების ფარგლებში პარლამენტის ეზოში წარმოდგენილი იქნება იუნკერების ფოტოგამოფენა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე იუნკერთა შთამომავლები და ჩოხოსნები დაესწრებიან.

შეგახსენებთ, 1921 წლის 21 თებერვალს რუსი ოკუპანტების შემოსვლას ქართველების მხრიდან საბრძოლო მოქმედებები მოჰყვა. კოჯორ-ტაბახმელასთან სამშობლოს თავისუფლებისათვის უთანასწორო ბრძოლაში არაერთი ქართველი მებრძოლი და იუნკერი დაიღუპა.

იუნკერთა პირველი მსხვერპლი ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს (ახლანდელი პარლამენტის შიდა ეზო).

რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 95 წელი გავიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
კრემლმა სომხეთის არჩევნების წინ ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო - The Insider
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics