|
2024-10-01 12:24:17, 374 ნახვა
საზოგადოება
ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში
"თიბისი", 3 ოქტომბერს 14:00 საათზე, გიწვევთ Data ღონისძიებაზე „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. "თიბისი" უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას „Women In Data Science“ აძლიერებს საქართველოში. ღონისძიებაზე შეხვდებით დატას ქალ პროფესიონალებს, როგორც "თიბისიდან", ასევე სხვა კომპანიებიდან. დაესწრებით მათ გამოსვლებს, პანელურ განხილვასა და მონაწილეობას მიიღებთ ვორქშოფებში. შესაძლებლობა გექნებათ კიდევ უფრო მეტი გაიგოთ მონაცემების შესახებ, როგორია ქალების როლი მონაცემთა მიმართულებით და რას აკეთებენ წამყვანი ქალი პროფესიონალები დღეს ამ სფეროში. ასევე, რას აკეთებს "თიბისი", როგორც data-driven კომპანია. სპიკერები გირჩევენ გზას და გაგიწევენ რეკომენდაციას, თუ როგორ შეიძლება დაიწყოთ ან განავითაროთ კარიერა მონაცემთა მიმართულებით. „კონფერენცია „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“ ქმნის ინოვაციურ სივრცეს ცოდნის მიღებისა და გაზიარებისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გახდნენ პროგრესული ცვლილების ნაწილი, დაინახონ ახალი შესაძლებლობები პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის, აღმოაჩინონ სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტა და იპოვონ მხარდაჭერა თანამოაზრეებს შორის. მონაცემთა მეცნიერება არის მიმართულება, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ინოვაციურობის საფუძველს ქმნის; მონაცემთა მეცნიერი ქალები კი ამ ინოვაციურობის ელჩები არიან დღეს ჩვენს საზოგადოებაში“ - მაკა ბოჭორიშვილი, "თიბისის" გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი. Data ღონისძიების ფარგლებში, შესაძლებლობა გექნებათ, მონაწილეობა მიიღოთ "თიბისის" ვორქშოფებში, სადაც გაეცნობით "თიბისის" ინოვაციური მანქანური დასწავლების ხელსაწყოს AutoML და მისი დახმარებით განავითარებთ მოდელს; დანერგავთ მანქანური დასწავლების მოდელს ლოკალურად, გაეცნობით Self-service ინსტრუმენტ Power BI-ს და ისწავლით, როგორ მართოთ სამსახურებრივი საქმე უფრო ეფექტურად. გაითვალისწინეთ, რომ ვორქშოფებზე ადგილები შეზღუდულია და საჭიროა წინასწარ რეგისტრაცია. „ეს ღონისძიება არის შესაძლებლობა, მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციის მიღების გარდა, განსხვავებული კუთხით შეხედოთ მონაცემებს. საშუალება გექნებათ, მონაცემების დამუშავების ტექნიკას პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნოთ. განხილული იქნება ის მიდგომები, რომელსაც ვითვალისწინებთ მონაცემთა ვიზუალიზაციისა და Storytelling-ის (მონაცემებით ამბის თხრობის) დროს“ - სოფო რუხაძე, Self-service ანალიზის განვითარების ჯგუფის უფროსი, "თიბისი". ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე. ღონისძიების მასპინძელია D Block: Dome. მერაბ კოსტავას 14.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
"საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)